ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით სამინისტროში საზოგადოებრივი დარბაზი იქმნება. საზოგადოებრივი დარბაზი თვეში ერთხელ შეიკრიბება. მასში მონაწილეობის საშუალება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესებულ ყველა გაერთიანებასა თუ ორგანიზაციას  ექნება.

სამინისტრო მზადაა ყველა დაინტერესებული პირის პოზიციას მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის გადაწყვეტილება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის,  საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების, განათლების პროფესიული სინდიკატისა და განთლების ლიდერთა ლიგის წარმომადგენლებთან  შეხვედრისას მიიღო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე