ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უცხოელი პედაგოგები სიღნაღს ეწვივნენ

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამაში მონაწილე  100 - მდე ინგლისურენოვანი მასწავლებელი  ქალაქ სიღნაღში  სიღნაღობის დღესასწაულს დაესწრო. უცხოელი პედაგოგები  ქართულ ტრადიციებს გაეცნენ  და ქართული  სამზარეულო დააგემოვნეს. ინგლისურენოვან მასწავლებლებთან ერთად დღესასწაულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე  ნოდარ სურგულაძეც ესწრებოდა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა უცხოელმა პედაგოგებმა სიყვარულის ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობა დაათვალიერეს და ქალაქის ცენტრში გამართულ კონცერტს დაესწრნენ. მათ თავადაც მიიღეს მონაწილეობა ქართული კერძების ჩურჩხელების ამოვლებასა და მწვადის შეწვაში. გარდა ამისა, უცოხელები ქართული არყის გამოხდის ტრადიციას გაეცვნენ.

აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პედაგოგები, რომლებიც ქართველ პედაგოგებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში  ინგლისურს ასწავლიან, ქართულ ტრადიციებს სისტემატურად ეცნობიან. პედაგოგთა მორიგი ჯგუფი, რომელიც საქართველოში რამდენიმე  დღეში ჩამოვა,  კახეთის რეგიონში გადანაწილდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე