ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ გავაზის ახლადაშენებული სკოლა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ახლადაშენებული  სკოლა გახსნეს.

სკოლის ძველი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო, აუცილებელი გახდა ახალი სკოლის აშენება.  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2008 წელს ახალი სკოლის  მშენებლობა დაიწყო და 2010 წლის სექტემბერში დასრულდა.

ახალი სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, სკოლაში  ამჟამად 404 მოსწავლე სწავლობს.

სკოლის საქმიანობა საკმაოდ წარმატებულია, სკოლა 2003 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით  დაძმობილებულია კალიფორნიის შტატის სოფელ ესპარტოს სკოლასთან.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი გაცვლითი პროგრამა. სოფელ გავაზის სკოლას ხშირად სტუმრობენ კალიფორნიის შტატის მოსწავლეები და მასწავლებლები.

ამავე პროექტის ფარგლებში 2 კურსდამთავრებული 1 წლით გაემგზავრა აშშ-ში სასწავლებლად.

2007 წლიდან სკოლა ასევე პარტნიორია ქაიროს ამერიკული კოლეჯის. სკოლის მოსწავლეები პროგრამის ფარგლებში ხშირად მიემგზავრებიან ეგვიპტეში.

სკოლას ჰყავს ორი ინგლისურენოვანი პედაგოგი და მოსწავლეთა უმრავლესობა კარგად ფლობს ინგლისურ ენას.

საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის წარჩინებული მოსწავლეები გიორგაშვილი ვალერი და გვანცა ზაკალაშვილი პორტატული კომპიუტერებით  დააჯილდოვა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე