ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელის წარდგენა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საატესტატო გამოცდის ახალი მოდელი ამჯერად, ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს გააცნეს და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს.   

2010-2011 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მიწოდებულმა ინფორმაციამ მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და როგორც მათ აღნიშნეს, წარმოდგენილი ელექტრონული საგამოცდო ტესტის  ნიმუში მათთვის ადვილად გასაგები და დასაძლევი აღმოჩნდა.

მინისტრმა მოსწავლეებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა აბიტურის საათის მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ ვინაიდან,  კომპიუტერის მეშვეობით საატესტატო გამოცდები წელს პირველად ჩატარდება, იგი გაცილებით მარტივი იქნება ვიდრე მომდევნო წლებში.  თუ მოსწავლეები მაქსიმალურად გამოიყენებენ დარჩენილ პერიოდს გამოცდებისთვის მოსამზადებლად, ადვილად გადალახავენ კონკრეტული საგნისათვის დადგენილ კომპეტენციის მინიმალურ  ზღვარს.  შედეგი შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლის წლიურ ნიშანზე, იგი  უცვლელი დარჩება.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციული შეხვედრები მეთორმეტეკლასელებთან  მომავალშიც გაიმართება, მოსწავლეები ნებისმიერ კითხვაზე მიიღებენ ამომწურავ პასუხებს, რაც მათ გამოცდებისთვის მზადების პროცესში დაეხმარებათ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე