ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქველმოქმედო აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, ხელოვნების აკადემიის რექტორმა ვალერიან შიუკაშვილმა, №31-ე სკოლის დირექტორმა მარინა ნიჟარაძემ და დიდუბე -ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანდრო ალავიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო  შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციაზე წლების განმავლობაში  მუშაობს.  მათი ჩართულობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობა სამინისტროს  მთავარ მიზანს წარმოადგენს.

შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების  მქონე ადამიანების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, ხელოვნების აკადემიის სტიპენდიანტებთან ერთად,  მარჯანიშვილის თეატრში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ისინი თანადგომას გამოხატავენ იმ ბავშვებისადმი, ვისაც დახმარება სჭირდებათ.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ”ავერსი” და ბარამბო”. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 100 ბავშვს ისინი მედიკამენტებსა და ტკბილეულს გადასცემენ.

პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროსა და ქალაქის მერიის პატრონაჟით განხორციელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე