ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანული ორგანიზაციის Children’s High Level Group თანამშრომლობით ხორციელდება. დღეისათვის, პროგრამაში  45 საჯარო სკოლა და 45 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საჯარო სკოლაა ჩართული.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შერჩეულ საჯარო სკოლებში გადამზადდნენ სასკოლო კოორდინატორები, რომლებიც საჯარო სკოლების მოსწავლეების/სტუდენტების და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მოზარდების ინტეგრაცია/სოციალიზაცია და თანამშრომლობისათვის, გაკვეთილების შემდეგ ორგანიზებას უწევენ რეგულარულ კლუბებს  (ხელგარჯილობა, ცეკვა, მუსიკა, თეატრალური ხელოვნება, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სპორტი).

27 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი : ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგე“ მოეწყო. წლის განმავლობაში კლუბებში დამეგობრებული სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ლიახვის ხეობიდან  იძულებით გადაადგილებული მოზარდები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები რეპატრირებული მოზარდები, დედოფლისწყაროში,  ქ. რუსთავსა და ქ. ქუთაისში მცხოვრები ბოშა მოზარდები, სტენდების წინ სათემო ინიციატივების შესახებ პრეზენტაციებს აწყობდნენ. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით შექმნილმა კომისიამ ინიციატივები შემდეგი  კრიტერიუმებით შეარჩია:  

•    სასწავლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი პრობლემის აქტუალობა და ახალი ინიციატივები;
•    სექტორთაშორისი  (სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო) თანამშრომლობის ხარისხი;
•    თემის მობილიზების რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები;

გამორჩეული ღონისძიებების ავტორები წახალისდნენ ფულადი ჯილდოთი.
თითოეული ინიციატივა ემსახურებოდა სხვადასხვა სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების ჯანსაღი კონკურენციისა და თვითშეფასების ამაღლების ხელშეწყობას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე