ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ფოთის 11 სკოლაში მანდატურები შევიდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ  სურგულაძემ  ქ. ფოთის  №2  საჯარო  სკოლაში  მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა.

ფოთის №2 საჯარო სკოლის პარალელურად, მანდატურები №1, №3, №4, №5, №6, №7,  №8, №11, №12 და №15 სკოლებშიც შევიდნენ. ისინი ეტაპობრივად ფოთის ყველა საჯარო სკოლას მოიცავენ.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის, ქუთაისის საჯარო სკოლებში  შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედდება რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში.

სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა პოლიციის აკადემიაში. ისინი სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

სპეციალური ფორმითა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვილი მანდატურები საგანგებოდ მათთვის  გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს  შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე