ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას პედაგოგები გაეცნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ თბილისის №9 საჯარო სკოლაში გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანი პედაგოგებისთვის ახალი  2011-2016 წლების სასწავლო გეგმის გაცნობა იყო.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი დანიშნულებაა მოსწავლეებს მისცეს ცოდნა, დაეხმაროს უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გამომუშავებაში, პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელსაც ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის უნარი ექნება.

2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმის შემუშავებაზე ეროვნული  სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები - აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოქმედი პედაგოგებიც მუშაობდნენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სწავლა-სწავლების მდგრადობისთვის სასწავლო გეგმა მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეტაპობრივად დაინერგება. 2011-2012 სასწავლო წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებით საფეხურზე (I-VI კლ.) ამოქმედდება, ხოლო 2012-2013 სასწავლო წელს  კი საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლ.).

შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა,  ცვლილებები შევიდა საგნობრივ პროგრამებში, ყოველ საგანში გათვალისწინებულია  შინაარსის სულ მცირე  60%-დან 80%-მდე  სავალდებულო ნაწილი, შემოვიდა ახალი საგნები, კერძოდ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები,  სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება,  ცეკვა. დაიწყო  ახალი საგნის "მსოფლიო კულტურის" პილოტირება.   ასევე, გაძლიერდა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის სწავლება, გაიზარდა არჩევითი საგნების ჩამონათვალი და სხვ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე