ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლების ინტერნეტიზაცია 2011 წელს დასრულდება

მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ ბრიფინგზე სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

2010 წლის ბოლოს ინტერნეტით   მინიმუმ 1428 საჯარო სკოლა და საგანმანათლებლო რესურცენტრი იქნება უზრუნველყოფილი.  შედეგად, ინტერნეტით სარგებლობა მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 75%–ს შეეძლება. 2011 წლის გაზაფხულზე კი ყველა საჯარო სკოლასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრს მაღალი ხარისხის ინტერნეტი ექნება.

,,ერთიანი სამთავრობო ქსელის” (GGN) პროექტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შპს ,,მაგთიკომსა” და სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”-ს შორის 2009 წელს  ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას გვაძლევს ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლისათვის ხელმისაწვდომი იყოს ერთიანი საგანმანათლებლო ქსელი.

მიმდინარე ეტაპზე ინტერნეტით უზრუნველყოფილია უკვე 600-მდე საჯარო სკოლა. დღევანდელი მდგომარეობით სკოლაში ინტერნეტი ხელმისაწვდომია მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 50%-ისათვის. სკოლების ერთიან მართვის ცენტრთან შეერთების სიჩქარე არის საკმაოდ მაღალი.

ქსელში ჩართული ორგანიზაციების მუშაობის მონიტორინგს,  სტატისტიკასა და ანალიზს ახორციელებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე