ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პირებთან და სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციაზე განხილული იქნა ის მიმდინარე პოლიტიკა და პროგრამები, რომლებიც  საქართველოს “შეზღუდული შესაძლებლობების სამოქმედო გეგმის” შესაბამისად ხორციელდება, ასევე გაიმართა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებისა და უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდაზე ორიენტირებული პროგრამების პრეზენტაცია. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ წარმოდგენილი ფოტო, ვიდეო და სხვ. მასალების გამოფენა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაციას საჯარო სკოლებში  2004 წლიდან ახორციელებს. სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყველა მოსწავლეს მისცეს თანაბარი  შესაძლებლობა ჩაერთოს სასწავლო პროცესში, რაც გამოიხატება საკანონმდებლო დონეზე ცვლილების განხორციელებაში, თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგავასა და  სკოლების ფიზიკური გარემოს ადაპტირებაში.

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში გაიმართა და მისი ორგანიზატორი იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე