ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის კონცერტი გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს,  თბილისის 31-ე საჯარო სკოლის   ინიციატივით, კ.მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა კონცერტი გამართა. კონცერტზე მოწვეულ 100 ბავშვს სპეციალური საჩუქრები ”ავერსისა”  და ,,ბარამბოს”  წარმომადგენლებმა გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

კონცერტზე ვალერიან შიუკაშვილი და ანსამბლი ,,გოგოჭურები”,    ხალხური  და კლასიკური მუსიკის სინთეზით წარსდგნენ, შესრულდა ქართველი და უცხოელი  კომპოზიტორების ნაწარმოებები. 

კონცერტში პატარა მუსიკოსებიც   მონაწილეობდნენ: ბავშვთა ანსამბლი ,,პატარა გეორგიკა”, ,,ბავშვთა კაპელა”, ხელოვნების აკადემიის სტიპენდიანტები: ლილე ლექვინაძე,  და ილია შერმადინი.

კონცერტისა და 3 დეკემბრის აქციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა ნიჟარაძე,  დიდუბე- ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, მაჟორიტარი დეპუტატები ანდრო ალავიძე და ალეკო ნიკოლაიშვილი.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე