ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ტრენინგი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლომდებარე სოფლების პედაგოგებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლომდებარე სოფლების პედაგოგებისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში  გამართულ ტრენინგს დაესწრო.

4-5 დეკემბერს ტრენინგები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ანაკლიის, განმუხურის, შამგონის, რიყის, ნაჭარმაგევის, რუხის, მეღვრეკისის, კარალეთის, ტყვიავის, ნიქოზის, ტირძნისის, ორსანტიის, კოკის და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სხვა სოფლების სკოლების პედაგოგებისთვის გაიმართება.

ტრენინგის თემებია: ისტ-ის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში; ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება. მასწავლებლები გაეცნობიან ელექტრონულ რესურსებს, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ; მათთვის წარმოდგენილი იქნება სასწავლო ფილმები და ვიდეოგაკვეთილები.

პედაგოგთა გადამზადება გასული თვიდან დაიწყო. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა ტრენინგები ჩაატარეს ნიქოზში, ტყვიავსა და ტირძნისში. მიმდინარე ტრენინგი ისტ-ში მასწავლებელთა გადამზადების დასკვნითი ეტაპია. გადამზადების შემდეგ, პედაგოგები თავის სკოლებში ჩაატარებენ სემინარებს კოლეგებისთვის და დაეხმარებიან მათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებაში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე