ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსის „გახდი ავიატორის“ ფარგლებში აქცია მოეწყო

ავიაკომპანიამ „აირზენა“,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად  კონკურსის „გახდი ავიატორი“ ფარგლებში აქცია მოაწყო.  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანიმა ბათუმში   გადააფრინა 40-მდე  ბავშვი სოციალურად დაუცველი და ლტოლვილთა ოჯახებიდან. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფრთელაძე დაესწრო.

ერთი დღის განმავლობაში მოზარდებმა პროფესიონალი გიდის დახმარებით დაათვალიერებენ  ქალაქ ბათუმს და იმავე საღამოს გადმოფრინდებიან თბილისში. აღნიშნული ღონისძიების მიზანია მოზარდებში ავიაციის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის აღმოჩენა.

„გახდი ავიატორის“ ფარგლებში ავიაკომპანიის პილოტები და ბორტგამცილებლები უკვე შეხვდნენ სხვადსხვა სკოლის მოსწავლეებს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.

გასულ წლებში მსგავსი კონკურსის შედეგად რამდენიმე მოსწავლემ თავისი მომავალი სწორედ ავიაციას დაუკავშირა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე