ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის ვიზიტი კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში

მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას. ამჟამად, ცუდი პირობების გამო, კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელში  მხოლოდ 80 სტუდენტია დაბინავებული.

კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში, ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი შაშკინმა საუკეთესო სტუდენტები სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი 2007 წელს გაიხსნა და იგი კახეთის რეგიონში ერთადერთი რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ცენტრში, გარდა სახელობო პროფესიული სწავლების პროგრამისა, ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული ზრდასრულთა გადამზადების პროგრამა და კახეთის ხუთი რაიონისათვის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა.

კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში ხორციელდება შემდეგი პროგრამები: აგროტურიზმის ოსტატი; მეღვინე-მევენახე; ფართო პროფილის მშენებელი; დურგალ-მეავეჯე; პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი; ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი; ავტომობილის ზეინკალ-შემკეთებელი; ვეტერინალური; სტილისტი; ძიძა; სამკურნალო მცენარეების მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების ოსტატი; ელექტრომემონტაჟე; მძღოლი; ფერმერი; საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოების შემკეთებელი.

ცენტრში 2009 წელს გადამზადება გაიარა 616 სტუდენტმა.  კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებულია.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე