ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ტეხასის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ტეხასის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი რონალდ აქვა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რონალდ აქვასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი  კონსორციუმში გაერთიანებულ 32 უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების საკითხი.

ტეხასის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმი 1985 წელს დაარსდა. ამჟამად, კონსორციუმში 32 უნივერსიტეტია გაერთიანებული.

კონსორციუმი მსოფლიოს მასშტაბით არსებულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს ისეთი მოთხოვნადი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა განათლება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და გარემოს დაცვა. თანამშრომლობის პერიოდში, აქცენტი კეთდება სტუდენტთა მობილობაზე, უნარების ჩამოყალიბებასა და გლობალურ პოზიციაზე.

უნივერსიტეტების გაერთიანება ახორციელებს არა მხოლოდ მსოფლიოში ცნობილ პროგრამებს, არამედ ხელმძღვანელობს კვლევით ცენტრსა და ინსტიტუტს, გადამზადების პროგრამებს და საჯარო პოლიტიკას.  ტეხასის უნივერსიტეტების კონსორციუმში ფუნქციონირებს შემდეგი პროგრამები: ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი, საჯარო ადმინისტრაცია, ინჟინერია და ენერგეტიკა, გარემო და ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და მდგრადი განვითარება, მედიცინა, ინგლისური, როგორც მეორე ენა.  კონსორციუმი ხელს უწყობს  ინსტიტუციური პარტნიორობის ჩამოყალიბებას, აკადემიური გამოცდილებისა და კვლევითი რესურსების გაზიარებას, მის წევრ უნივერსიტეტებს ეხმარება ისეთი პროგრამების შექმნაში, რომელიც გააძლიერებს პარტნიორობას მსოფლიოს მასშტაბით და იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ასპარეზზე.

რონალდ აქვამ, რომელიც კონსორციუმამდე ხელმძღვანელობდა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრს მისისიპის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეიმუშავა საერთაშორისო პოლიტიკის სწავლების, საჯარო სამსახურის აქტივობისა და საზოგადოების ჩართულობის  პროგრამა. მინისტრთან შეხვედრის დროს, დოქტორმა აქვამ საქართველოს დახმარება აღუთქვა ეფექტური პროგრამების შემუშავებაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე