ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქველმოქმედო აქცია უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეთათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე 202-ე  უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონს ეწვია და სადაზღვევო კომპანია ,,ალფას’’ მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და სადაზღვევო კომპანიის ,,ალფა’’ ორგანიზებით, ავერსის კლინიკის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა უსინათლო ბავშვებს  უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს.

202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხუთი მიმართულებით ჩაუტარდათ კვლევა: ოფთალმოლოგირი, ნერვოპათოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიული, კარდიოლოგიური და  ექოსკოპიური.  აქციის ფარგლებში, ”ავერსის საქველმოქმედო ფონდიდან” სკოლას 33 დასახელების მედიკამეტი უფასოდ გადაეცა.

უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში  ჩატარებული აქციის მიზანი იყო  დაწესებულების ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, ქრონიკულ პაციენტთა გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების დასახვა.

სადაზღვევო კომპანია ”ალფა" 2009 წელს დაარსდა და იგი აქტიურად არის ჩართული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, კომპაქტურ დასახლებებში მყოფი იძულებით გადაადგილებული პირების, მზრუნველობამოკლებული ბავშვების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრების, რუსთაველის პრემიის ლაურეატების სამედიცინი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. კომპანიის  გენერალური დირექტორის ედუარდ ცხოვრებაძის განცხადებით, 202-ე საჯარო სკოლაში განხორციელებული აქცია არ იქნება ერთჯერადი და იგი მომავალშიც გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე