ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ცეკვის მასწავლებელთა სემინარი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ცეკვის მასწავლებელთა სემინარის მიმდინარეობას გაეცნო. კონკურსის წესით შერჩეული 50 ცეკვის მასწავლებელი, სემინარის გავლის შემდეგ, საპილოტე პროექტის ფარგლებში თბილისის სკოლებში შევლენ და ქართულ ცეკვებს შეასწავლიან მოსწავლეებს.  2011-2012 სასწავლო წლიდან კი პროგრამა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში საქართველოს ყველა სკოლაში ამოქმედდება.

ახალი საგნის დანერგვა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მოხდება. სკოლებში ცეკვის გაკვეთილების ჩასატარებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად  ცეკვის მასწავლებლის ვაკანსიებზე კონკურსი გამოაცხადა.

საკონკურსო კომისიაში მონაწილეობდნენ გიორგი უშიკიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, რევაზ ჭანიშვილი, ნინო სუხიშვილი, თენგიზ უთმელიძე და უჩა დვალიშვილი.

კონკურსის წესით შერჩეული ცეკვის მასწავლებლთათვი სემინარების ჩატარებას სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. ტრენინგების ძირითადი თემაა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის ორგანიზებისა და სტრუქტურის გაცნობა, ინკლუზიური განათლების საკითხები, ეთიკის კოდექსები და სხვა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე