ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ განათლებაში რეფორმა ხორციელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა სამინისტროს 2010 წლის ანგარიში პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2009-2012 წლები) განხორციელების შესახებ. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე,  პროფესიული განათლებისა და მომზადების  ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრები, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები  და საერთაშორისო  ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას სამინისტროს მიერ პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების შესახებ.  მიმდინარე რეფორმა მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი პროფესიული განათლების სისტემის შექმნას, რომელიც გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, თავსებადი იქნება საერთო ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან და ხელს შეუწყობს პიროვნების თვითრეალიზაციას.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდა პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, კვალიფიკაციათა ნუსხა - კლასიფიკატორი; შეიქმნა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული სტანდარტები; შემუშავდა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები; მიმდინარეობს  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაცია და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განვითარება, პროფესიული ორიენტაციისა და  კარიერის დაგეგმვის  სერვისის გაუმჯობესება; შეიქმნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებ-გვერდები და სხვ.

სტრატეგიის განხორციელების პროცესში სამინისტროს მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ პარტნიორი ორგანიზაციები (INWENT, USAID, UNDP, IOM, GTZ, NRC, და სხვ.), მათი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი პრიორიტეტული პროექტი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე