ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლები ინტერაქტიური დაფის-smartboard-ის გამოყენებას სწავლობენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ, რომელზედაც  თბილისის საჯარო სკოლის მასწავლებლები  ინტერაქტიური დაფის-smartboard-ის  სასწავლო პროცესში გამოყენებას გაეცნენ. 

სამინისტროს საინოვაციო ცენტრში მასწავლებელთა გადამზადება ეტაპობრივად მიმდინარეობს, სამუშაო შეხვედრებზე ისინი ინტერაქტიურ დაფასთან  მუშაობას ეცნობიან და სასწავლო პროცესში მისი გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავენ, ასევე ეცნობიან ქართულენოვან სასწავლო რესურსებს. მომავალი კვირიდან კი, მასწავლებლები სამინისტროში თავად ჩაატარებენ გაკვეთილებს smartboard-ის გამოყენებით.

ინტერაქტიური ელექტრონული დაფა ნოვაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც.  ევროპისა და ამერიკის სასწავლო დაწესებულებებში დაფას წარმატებით იყენებენ.  კვლევებმა აჩვენა, რომ smartboard-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და  ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.

დაფას უნიკალური  შესაძლებლობები გააჩნია. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება, გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს. იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული და ნებისმიერ მოქმედებას რაც მასზე ხორციელდება კომპიუტერი იმახსოვრებს.

მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით  შესაძლებლობა ექნება მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს. თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება  მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს  ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე