ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აკადემიური სამიტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

რიგით მეთერთმეტე რეგიონალური აკადემიური სამიტი ჩატარდა ა.წ. 8 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე  “რეგულირებადი პროფესიები”. აკადემიური სამიტი გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივესიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. აკადემიურ სამიტზე რეგულირებად პროფესიებზე პრეზენტაციები გააკეთეს ლიონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჟაკ პერტეკმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლია ახალაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ვეფხვია გვარამიამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ცენტრის უფროსმა გაიანე სიმონიამ.  შემაჯამებელი კომენტარი აკადემიურ სამიტზე გააკეთა Twining/ CEIBAL პროექტის ადგილობრივმა მრჩეველმა ქაი ეტზოლდმა.

სამიტის შემდეგ 8-10  დეკემბერს იგივე თემაზე “რეგულირებადი პროფესიები”  გაიმართა სემინარი, რომელიც ჩაატარა ლიონის უნივესიტეტის პროფესორმა ჟაკ პერტეკმა. მოწვეულმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო ფრანგული და ევროპული  გამოცდილება აღნიშნულ თემატიკაზე. ზემოთ აღნიშნულ სემინარებზე დასასწრებად 30-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის  წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც  ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო  პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.  პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე