ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან განათლების სფეროში  დაგეგმილ რეფორმებზე, სკოლებში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

დირექტორებთან შეხვედრაზე მინისტრი  რამდენიმე მნიშვნელოვან თემას, მათ შორის სკოლების ბრენდირების საკითხს  შეეხო,  რომელიც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ჯანსაღ კონკურენციას ითვალისწინებს. თბილისისა და რეგიონების სკოლებში ბრენდირება ინდივიდულური იქნება და ამ პროცესში სკოლების დირექტორები და მასწავლებლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

შეხვედრაზე მინისტრმა ასევე ისაუბრა ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტით ჩანაცვლებაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და 2010-2011 წლებში განათლების სფეროში  დაგეგმილ რეფორმებზე. დიმიტრი შაშკინმა დირექტორების მხრიდან პრობლემები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე