ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ოფიციალური ვიზიტით მონაკოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ ინიციატივით გამართული ფორუმის მრგვალ მაგიდაში, რომლის მთავარი თემა იყო „განათლება მდგრადი მშვიდობისთვის სპორტის მეშვეობით“.

მიხეილ ჩხენკელმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მასობრივი, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მინისტრმა საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სპორტის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ სავალდებულო ფიზიკური აქტივობები საგანმანათლებლო პროგრამებში ასახონ. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ერთმანეთს ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წარმომადგენლები, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების პრეზიდენტები, ევროპის 12 ქვეყნის სპორტისა და განათლების მინისტრები და სპორტზე პასუხისმგებელი პირები. „მშვიდობა და სპორტი“ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 2007 წელს მონაკოში დაარსდა. ორგანიზაციას პატრონაჟს მონაკოს პრინცი, ალბერ II უწევს.

დღეს მონაკოში გაიმართება მშვიდობა და სპორტის დაჯილდოების ცერემონია (Peace and Sport Awards ceremony), რომლის დროსაც გამოვლინდებიან პრემიის ლაურეატები სხვადასხვა ნომინაციაში. მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს პირველად წარდგენილია „წლის საუკეთესო ინიციატივის“ ნომინაციაზე „თეთრი ბარათის“ - #WhiteCard-ის კამპანიის წარმატებით განხორციელებისათვის. დაჯილდოების ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე