ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხელოვნების სასახლე ევროპის საუკეთესო მუზეუმის ნომინანტთა შორის დასახელდა

2019 წლის 21-23 ნოემბერს, პორტუგალიაში, ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიური პრემიის კონკურსის - „EMYA”-ს ჟიურის სხდომა გაიმართა, რომელზეც  საქართველოს ხელოვნების სასახლე ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმის პრემიის ნომინანტთა შორის დასახელდა.

ევროპის მუზეუმების ფორუმი/European Museum Forum ევროპის კონტინენტის წამყვანი სამუზეუმო ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებასა და პოპულარიზაციას,  სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მხარდაჭერით.

EMYA (European Museum Year Award) - ევროპის წლის მუზეუმის პრემია - ევროპის საბჭოს ეგიდით 1977 წელს დაწესდა და მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების გამოვლენასა და აღიარებას ევროპის სამუზეუმო სივრცეში, ხელს უწყობს ევროპის მუზეუმებში დაცული კოლექციებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და, ზოგადად, ინოვაციური პროცესის განვითარებას სამუზეუმო სამყაროში. 

EMYA-ს კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 2 მაისს ევროპის მუზეუმების ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში, უელსის ეროვნულ მუზეუმში გაიმართება.

https://europeanforum.museum

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე