ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ განვლილი წელი შეაჯამა. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ამირაჯიბმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადასა და სასკოლო ლიგის საპილოტე პროგრამას. სასკოლო ლიგის საპილოტე პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა ბადმინტონის ტურნირი, რომელშიც 16-მა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

ფედერაციის ანგარიშის მიხედვით 2019 წელს:

  • სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიხსნა;
  • ოლიმპიადის შედეგების მიხედვით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოვლინდნენ 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილე სკოლები;
  • გაიზარდა პედაგოგთა დაინტერესება სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართვის მიზნით;
  • გაიზარდა მუნიციპალიტეტების ხარისხობრივი ჩართულობა შეჯიბრებების ორგანიზების კუთხით;
  • სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთო 1 800-მდე საჯარო და კერძო სკოლის 8 000-ზე მეტი გუნდი, ჯამში 100 000-მდე მოსწავლე;
  • ჩატარდა 12 000-ზე მეტი სპორტული მატჩი.

პრეზენტაციას მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ელგუჯა ბერიშვილი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან და სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებთან ერთად დაესწრნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე