ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წელი შეაჯამა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საანგარიშო სესია გამართა. დელეგატების წინაშე მოხსენებითი სიტყვით კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი წარდგა. სესიაზე 2019 წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა სესიის დელეგატებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართულ ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე ესწრებოდა, რომელმაც ოლიმპიურ კომიტეტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

სესიას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციებისა და ოლიმპიური კომიტეტის რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღის წესრიგის მიხედვით განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  1. სეოკ-ის აღმასკომის ანგარიში 2019 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ;
  2. ინფორმაცია საქართველოს დელეგაციის ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშებისთვის (ტოკიო, 24 ივლისი - 9აგვისტო, 2020 წ.) მზადების მიმდინარეობის შესახებ;
  3. ინფორმაცია ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის (9-22 იანვარი, 2020 წ., ლოზანა, შვეიცარია) ქართველ სპორტსმენთა მზადებისა და 2025 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომ-ბაკურიანში ჩატარების განაცხადის შესახებ;
  4. სეოკ-ის წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
  5. აუდიტის ინფორმაცია;
  6. სხვადასხვა.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე