ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში - დასკვნითი ღონისძიება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტის „გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი ემსახურება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ასევე სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილზე გოგონათა და ვაჟთა თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობასა და ფიზიკურ აქტივობასა და მასობრივ სპორტში გოგონათა ჩართულობის გაზრდას.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძემ და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ მიმართეს.

პროექტის ფარგლებში:

  1.  პროგრამა განხორციელდა თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა  რეგიონში (იმერეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, გურია);
  2. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა საინფორმაციო სანგანმანათლებლო მასალა (გზამკვლევი პედაგოგებისა და მწვრთნელებისთვის, საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები);
  3. ჩატარდა ტრენინგები პედაგოგებისა და მწვრთნელებისთვის;
  4. ჩატარდა შემეცნებითი კონკურსი მოსწავლეებისთვის.

შემეცნებითი კონკურსში მოანაწილეობა სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც დაამუშავეს მათთვის საინტერესო თემები ქალთა და გოგონათა სპორტში მონაწილეობის შესახებ. კონკურსის შედეგად შეირჩა 3 საუკეთესო ნამუშავარი ქ. თბილისის N23 და N63 და ქ. გორის N1 საჯარო  სკოლებიდან.

პროგრამა ,,გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ შემუშავდა 2017  წელს, ასოციაცია ,,ჰელსი ჯენ“-ის (‘Healthy Gen’) მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ასევე ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი განხორციელდა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის დაფინანსებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე