ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინმა წლის შედეგები გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2010 წლის შედეგები მასმედიის წარმომადგენლებთან გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის’’ ოფისში შეაჯამა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა 2010 წლის განმავლობაში განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, კერძოდ საატესტატო გამოცდების შემოღებაზე, საქართველოში ათასი ინგლისურენოვანი პედაგოგის ჩამოყვანასა და  მანდატურების ინსტიტუტის დანერგვაზე. მინისტრის განცხადებით, მთავრობამ საზოგადოებისთვის  2010 წლის დასაწყისში მიცემული ყველა პირობა შეასრულა - სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება და გაუმჯობესდა სწავლების ხარისხი, თუმცა განათლების სისტემის წინაშე გამოწვევბი კვლავ არსებობს, 2011 წლის განმავლობაში სამინისტრო ამ პრობლემების გადასაჭრელად იმუშავებს.

განათლების სისტემაში ჩატარებული რეფორმები საზოგადოების მხარდაჭერით სარგებლობს, რასაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ჩატარებული კვლევების შედეგებიც ცხადყოფს. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოკითხულთა 65%-ის აზრით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლების სისტემაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, 83% ეთანხმება მანდატურის ინსტიტუტის დანერგვას, 64% ემხრობა საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანას. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, კვლევის შედეგებით საზოგადოებამ ნდობის მანდატი მიანიჭა მთავრობის მიერ განათლების სისტემაში აღებულ რეფორმების კურსს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე