ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს მეცნიერების განვითარებასა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მიხეილ ჩხენკელი: „მეცნიერებაზე ზრუნვა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, როგორც ფუნდამენტურ, ასევე გამოყენებით კვლევებში.

უმნიშვნელოვანესია უცხოეთის ფონდებთან, სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან და ორგანიზაციებთან მუშაობა. საქართველო უკვე გაწევრიანებულია „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამაში, რომელიც სერიოზული რესურსია მეცნიერების დაფინანსების კუთხით და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. შემდგომი ფაზა იქნება „ჰორიზონტი ევროპაში“ აქტიური მონაწილეობა.

„Cost“-ის - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტთან მივაღწიეთ შეთანხმებას საქართველოს ამ ასოციაციაში გაწევრიანების შესახებ. ეს ძალიან დიდ ასპარეზს ქმნის ჩვენი მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე - ევროპელ კოლეგებთან სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის თვალსაზრისით.

სამინისტროს მხარდაჭერით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული  ევროპული აკადემიის (Academia Europea) რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.

2019 წელს საქართველო გაწევრიანდა  ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ევროპულ ორგანიზაცია EURAXESS-ში.პორტალზე EURAXESS Georgia ინფორმაცია განთავსდება ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. ამასთან, აფხაზ მეცნიერებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს დროშის ქვეშ შეეძლებათ;

საქართველო ევროპელ მკვლევართა ასოციაციის EUROSCIENCE-ის წევრი გახდა. შედეგად, საქართველო მონაწილეობას  მიიღებს  ევროპული სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში, დაიცავს საქართველოს მეცნიერების ინტერესებს ევროპულ სივრცეში.

2019 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით გამოცხადდა გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო პროგრამა CARYS, რომლის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით ერთობლივი გამოყენებითი კვლევების განხორციელება;

2019 წელს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ მოხდა ახალი კონკურსების ადმინისტრირება: კვლევითი პროგრამა „საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში“ ევროპულ უნივერსიტეტებში  და საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანიც საქართველოს ოკუპირებულ და საზღვრისპირა რეგიონებში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობაა;“

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე