ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სპორტის სახეობებში სასკოლო ტურნირები გრძელდება

თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ხელბურთის სახეობაში შეეჯიბრნენ. ფინალურ შეჯიბრში ერთმანეთს მერვე კლასის მოსწავლეები შეხვდნენ.

ხელბურთში შეჯიბრი სპორტის გაკვეთილების ფარგლებში ტარდება. სკოლაში ასევე, ფუნქციონირებს ფეხბურთისა და კალათბურთის ლიგები, სადაც ბავშვები აქტიურად ეუფლებიან სპორტის ამ სახეობებს.

ხელბურთში ფინალურ შეჯიბს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მან ფინალის მონაწილე, წარმატებული სპორტსმენი სოსო კიკნაძე პორტატული კომპიუტერით დააჯიდოვა. სოსო კიკნაძე ორი ვერცხლის მედლის მფლობელი და სულაქველიძის სახელობის სპორტული აკადემიის საუკეთესო ფეხბურთელია.  

მოზარდებში სპორტით დაინტერესება იზრდება, პრეზიდენტის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილები ჩაენაცვლა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება, რომელიც გამოიხატება ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში და იგი საქართველოს ყველა საჯრო სკოლაში ხორციელდება. შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდა პედაგოგები და  მოეწყო ინფრასტრუქტურა.

ეწყობა  სასკოლო ჩემპიონატები სპორტის სამ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი, სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ. ტურნირები რამდენიმე ეტაპად ტარდება, მასში  ვაჟებთან ერთად  გოგონათა გუნდებიც ასპარეზობენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე