ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეკატერინე დგებუაძემ ფსიქოლოგებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე დგებუაძემ და ირინა აბულაძემ ფსიქოლოგებთან და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარ თემას 15 წლის მოსწავლის ტრაგიკულად გარდაცვალების საკითხი წარმოადგენდა. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს მოზარდებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მინისტრის მოადგილეებმა ყურადღება გაამახვილეს სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდთა თვითმკვლელობის პრევენციისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბავშვთა უფლებების საკითხს. ამ მიმართულებით საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრის მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და დამკვიდრებული სტანდარტები გაუზიარეს.

რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ გეგმას, რომელშიც ზედმიწევნით იქნება ასახული სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრის მექანიზმები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე