ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა ბილინგვური განათლებისა და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად

ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური განათლებისა და უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების  გაუმჯობესების  მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე წარადგინეს უმცირესობათა მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გაუმჯობესების  კონცეფცია, ასევე იმსჯელეს ამ მიმართულებით  არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და ამ გამოწვევების დაძლევის გზებზე.

ერთიანი პოლიტიკის  გასატარებლად, შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ სისტემურ მიდგომებზე, რაც მოითხოვს ამ პროცესებში ჩართული ყველა უწყებისა თუ ორგანიზიციის კოორდინირებულ, ურთიერთშეთანხმებულ ქმედებებს.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაცია  სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ინტეგრაციის ეფექტურ წარმართვაში გადამწყვეტ როლს  განათლების სისტემა ასრულებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ეროვნულ უმცირესობათა ენობრივ-კულტურული იდენტობის დაცვა, ასევე სახელმწიფო ენის სათანადოდ ცოდნა, რაც ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებრივი ინტეგრაციის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. 

ამ ორი მიზნის მიღწევის ოპტიმალური გზა არაქართულენოვან სკოლებსა თუ სექტორებში სწორედ ბილინგვური განათლების  დანერგვაა. ბილინგვური განათლება ხელს უწყობს ორენოვანი წიგნიერების განვითარებას, რაც ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის აუცილებელი საფუძველია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე