ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში საუკეთესო გაკვეთილის ავტორი პედაგოგები დაჯილდოვდნენ

ნეტბუქის გამოყენებით ჩატარებული საუკეთესო გაკვეთილისთვის 3 პედაგოგი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადეს საუკეთესო გაკვეთილის კონკურსი საპილოტე პროგრამის ”ნეტბუქები პირველკლასელებისთვის” მონაწილე დამრიგებლებისთვის.

კონკურსი მიზნად ისახავდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და ისტ-ის სასწავლო პროცესში გამოყენების მეთოდების გაზიარებას მასწავლებელთა შორის.

კონკურსის მონაწილე პედაგოგებმა  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დისციპლინებში პირველკლასელებისთვის შექმნეს სასწავლო რესურსები, რაც საგაკვეთილო პროცესში  პირველკლასელების მიერ ნეტბუქების გამოყენებას ითვალისწინებს.

საკონკურსო კომისიამ გამოავლინა შემდეგი გამარჯვებული პედაგოგები:

  • მათემატიკასა და ბუნებისმეტყველების ინტეგრირებულ საუკეთესო  გაკვეთილისთვის დაჯილდოვდა ქ.თბილისის 53-ე სკოლის პირველი კლასის დამრიგებელი თამარ ვარდოსანიძე.
  • ქ.ბათუმის №15 საჯარო სკოლის პედაგოგი ელისო მიქაია დაჯილდოვდა ქართული ენის გაკვეთილისთვის.
  • ქ.ბათუმის №2 საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზ ბერიძე დაჯილდოვდა ინტეგრირებული ქართული და ინგლისური ენის გაკვეთილებისთვის.

ერთ-ერთმა პედაგოგმა თამარ ვარდოსანიძემ სამინისტროში სადამრიგებლო კლასის თანდასწრებით გამარჯვებული გაკვეთილი წარმოადგინა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე