ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამუშაო შეხვედრა კერძო სკოლების ხელმძღვანელთა საინიციატივო ჯგუფთან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კერძო სკოლების ხელმძღვანელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე გია მურღულია ესწრებოდა. სამუშაო შეხვედრაზე კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავებასა და დანერგვაზე და კერძო სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალპროფესიული გადამზადების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კერძო სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უფრო მეტად გაძლიერებაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან კერძო სკოლების წარმომადგენლები. ყველა გადაწყვეტილება უშუალოდ მათთან თანამშრომლობით იქნება მიღებული.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს კონკრეტულ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე, პრაქტიკულ ინიციატივებსა და ახალი სერვისების შექმნას.

ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე დღეა უწყებათაშორისი ჯგუფის შეხვედრები იმართება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე