ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოხალისე პედაგოგთა ნახატების გამოფენა გაიმართა

გრძელდება პროექტ ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში ჩამოსულ ინგლისურენოვან მასწავლებელთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესი, დიდია უცხოელთა დაინტერესება ქართული კულტურით, საქართველოს ისტორიითა და ხალხური შემოქმედებით, ისინი არა მარტო ეცნობიან ქართულ სინამდვილეს, არამედ თავადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში.

ხელოვნების სახლში ,,მარკ არტი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ორი მოხალისე პედაგოგის - მეთიუ ჯორდანისა და ჰანა ჩილდერსის ფოტონამუშევრების გამოფენას გაეცნო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უცხოელი მოხალისე მასწავლებლების მიერ საქართველოში გადაღებული 25-მდე ფოტონამუშევარი და როგორც მათ განაცხადეს თავისუფალ დროს ისინი დიდი ინტერესით ეცნობიან ისტორიულ ადგილებს, ქართულ ტრადიციებს და ცდილობენ ფოტოზე აღბეჭდონ საუკეთესო კადრები.

გამოფენა  საქართველოს საპატრიარქოსა და  სამოდელო სააგენტო „გრაციას“ მიერ ორგანიზებული  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სადაც ასევე წამორდგენილი იყო 4 ქართველი დიზაინერის მიერ შესრულებული ქართული ეროვნული სამოსელი და ქართული თექა. ჩვენების პარალელურად  ანსამბლი ,,გორდელა“  ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებდა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე