ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში 2020 წლიდან ახალი პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი 50$ მლნ საინვესტიციო პროექტს განახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, უკეთესი დასაქმებისა და მომავალი წარმატებისთვის.

„უნარები უკეთესი დასაქმებისათვის“ (Skills for Better Jobs Sector Development Program) აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ერთობლივად შემუშავდება და მისი განხორციელება 2020 წლის ბოლოს დაიწყება. პროგრამა ორიენტირებული იქნება განათლების სექტორში უნარების განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და სხვადასხვა მექანიზმებით კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდაზე განათლების სისტემაში.

პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, პროფესიული უნარების განვითარება და უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სისტემური მიდგომის დანერგვა. განსაკუთრებული აქცენტი პროგრამის ფარგლებში, რეგიონულ დაფარვასა და სისტემის ინკლუზიურობაზე გაკეთდება.

დღეს, პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების, პროფესიული სასწავლებლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც აზიის განვითარების ბანკმა ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა პროგრამის მოსამზადებელი ეტაპების, პროგრამის მიზნებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი მიმართულებების თაობაზე. პროექტის დეტალური დიზაინის შემუშავება 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება და ის 2020 წლის ბოლოს ამოქმედდება.

პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობასა და როლზე მოხსენება, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინა აბულაძემ წარმოადგინა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე