ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტ ”წიგნის მეგობრის” ფარგლებში დავით ბაქრაძე 51-ე სკოლას ეწვია

სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტ ”წიგნის მეგობრის”  ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე №51-ე საჯარო სკოლის მეორეკლასელებს შეხვდა, მან პატარებთან კითხვის და ზოგადად წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და  მათთან ერთად ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრები წაიკითხა.

პროექტის პრეზენტაცია ნოემბერში თბილისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. ახალი პროექტი უმცროსკლასელებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ერთად წარუდგინა. პროექტის ”წიგნის მეგობარი”  მიზანია, ბავშვებს განუვითაროს კითხვის, მოსმენისა და წაკითხულის გააზრების უნარები, ხელი შეუწყოს წიგნიერების და კითხვის პოპულარიზაციას.


პროექტის კონცეფციის მიხედვით, უფროსკლასელები, სტუდენტები, მწერლები, ცნობილი ადამიანები და სხვა მოხალისეები უმცროსკლასელებს კლასგარეშე ლიტერატურას უკითხავენ, რის შემდეგაც იმართება დისკუსია წაკითხული მასალის ირგვლივ. ანალოგიური პროექტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და მასში ბევრი ცნობილი ადამიანია ჩართული.

უმცროსკლასელებთან მხატვრული ლიტერატურის ერთობლივი კითხვა  მომავალშიც გაგრძელდება, პროექტში მონაწილეობის სურვილი არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის საზოგადო მოღვაწეებმა, მწერლებმა და პოლიტიკოსებმა გამოთქვეს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე