ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო სანაოსნო სასწავლებელ ’Portsmouth College’-ის ხელმძღვანელობასთან მომავალი პარტნიორობის გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაოსნო სასწავლებლის "Portsmouth College"-ის ხელმძღვანელობასთან, რომელთანაც მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბათუმისა და ფოთის პროფესიული განათლების ცენტრებსა  და ბრიტანულ სანაოსნო კოლეჯ Portsmouth-ს შორის დაიწყება თანამშრომლობა.  მომავალი პარტნიორი ორგანიზაციები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამა.

აღსანიშნავია, რომ Portsmouth კოლეჯი არის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ცნობილია მაღალტექნოლოგიური გარემოთი და მისი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალი   აკადემიური მოსწრებით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე