ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორმა ჯონათან კონლიმ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ”სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა” ამოქმედდება. ხელმოწერა რუსთავის №15 საჯარო სკოლაში გაიმართა, ღონისძიებას ესწრებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, USAID-ის წარმომადგენლები,  პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სამწლიანი პროგრამა (ACETT) ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ (პროექტი ჰარმონია), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. 

პროგრამა განხორციელდება საქართველოს 9 რეგიონში და მოიცავს 500-მდე სკოლას. სკოლების შერჩევა მოხდება დიდ და პატარა ქალაქებსა და სოფლებში. ასევე შეირჩევიან ისეთი სკოლები, რომლებსაც წარსულში მიღებული აქვთ მონაწილეობა სამოქალაქო განვითარების პროექტებში. მოხდება  სამოქალაქო განათლების პედაგოგთა  გადამზადება დახმარება და წახალისება, ამოქმედდება მცირე გრანტების პროგრამა, როგორც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება, შეიქმნება ინტერაქტიული ვებგვერდი და სოციალური ქსელები.

ღონისძიების ფარგლებში რუსთავის №15 სკოლის სამოქალაქო კლუბის - „მე - აქტიური მოქალაქე“  პრეზენტაცია გაიმართა, ასევე მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო  მოსწავლეთა ნამუშევრები სამოქალაქო თემატიკაზე (ფოტოები, პლაკატები, ნახატები). სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ნამუშევრებთან დაკავშირებით შეკითხვები  პირდაპირ ავტორებისთვის დაესვათ.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე