ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯის სტუდენტების მიერ გადაღებული ფილმების პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში აგრარული პროფესიების პოპულარიზაციისთვის შექმნილი, მცირეფორმატიანი ფილმების პრეზენტაცია გაიმართა.

ფილმებისთვის იდეის შერჩევას და გადაღებას წინ, კოლეჯის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის გამოცხადებული კონკურსი უძღოდა. კონკურსი მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გაეროს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. ეს თანამშრომლობა კერძო-საჯარო პარტნიორობის და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

კონკურსის შედეგად ოთხი გამარჯვებული იდეა გამოვლინდა შემდეგ პროფესიებზე - რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი (მეყველე), მეფრინველე, დეკორატიული მცენარეების მებაღე - მეყვავილე და მეპურე. ამ თემატიკაზე ფილმების სცენარების მომზადებაში, გადაღებასა და მონტაჟის პროცესში ჩართული იყო კოლეჯის სტუდენტთა და თანამშრომელთა ჯგუფი.

ღონისძიების ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, განსაკუთრებული აქტიურობისთვის კოლეჯის სამ პროფესიულ სტუდენტს სპეციალური სერტიფიკატები და ფულადი ჯილდო გადასცა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი შრომის ბაზარზე მოთხოვნად ისეთ პროფესიებში ამზადებს მსურველებს როგორიცაა - ოპერატორი, ვიდეო მემონტაჟე-გრაფიკოსი, ტელევიზიის წამყვანი, ვიდეომემონტაჟე. კოლეჯი ასევე აწარმოებს და ავრცელებს სხვადასხვა დანიშნულების, ჟანრისა და ფორმატის ისეთი მულტიმედია პროდუქციას, რომელიც ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, მედიისა და ტელე ხელოვნების განვითარებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე