ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

USAID-ის ახალ პროექტთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს სკოლებში 7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებას იწყებს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ USAID-ის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

პროექტის მიზანს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება წარმოადგენს. ასევე, პროექტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, რაც მომავალში სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, დაწყებით კლასებში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული ასაკიდან მიღებული ცოდნა აისახება ბავშვის განვითარების შემდგომ საფეხურებზე.

მხარეებმა განათლების კომპლექსური რეფორმის კონცეფცია და განვითარების ეტაპები განიხილეს. USAID-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტს ორგანიზაცია Research Triangle Institute (RTI) განახორციელებს, პროგრამა განათლების რეფორმის მხარდამჭერი იქნება და „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვას შეუწყობს ხელს.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეები თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ და კონკრეტული საკითხების დეტალურად განხილვის მიზნით სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებთან შეხვედრები დაგეგმეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე