ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

202-ე სკოლას რელიეფური და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები გადაეცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები გადასცა.

227 442 ლარის ღირებულების 186 ბრაილის შრიფტით აწყობილი  და 15   რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი სასკოლო სახელმძღვანელოს ადაპტირება სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უზრუნველყო.

„საქართველოში უსინათლოთა და მცირემხედველთა ერთადერთი სკოლა მთლიანად აღიჭურვა ახალი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით, რომლებიც ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული და რელიეფურ ნახატებსაც მოიცავს. შესაბამისად, მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ტექსტის სახით, ასევე, მიეცემათ საშუალება სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალები ტაქტილური შეხების მეშვეობით აღიქვან,“ – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ყველა მოსწავლისთვის საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული სასწავლო გარემოს შექმნა. ამ მიმართულებით, სამინისტრო ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეპროგრამას ახორციელებს.

თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა  საჯარო სკოლას დაწყებითი, I-IV კლასის მოსწავლეებს  რელიეფური და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები უკვე გადაეცათ. სკოლის მოსწავლეთა სოციალური ადაპტაციისა და საზოგადოებრივ საქმიანობებში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით სასწავლო პროცესში აქტიურად არის ჩართული სპეცპედაგოგი, ასევე, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, მობილობის ტრენერი და ფსიქოლოგი.

უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები მონაწილეობენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში და ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად  წარმატებით აბარებენ. მათთვის  საგამოცდო მასალაც ბრაილისა და მსხვილ  შრიფტზეა ადაპტირებული.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე