ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 300-მდე დევნილ პედაგოგს დაასაქმებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  დიმიტრი  შაშკინის ინიციტივით  300-მდე დევნილი პედაგოგი ერთი თვის განმავლობაში დასქმდება. ამ მიზნით, მინისტრი სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ 300-მდე პედაგოგს პირადად შეხვდა და  სხვადასხვა სკოლებში მათი დასაქმების დეტალები განიხილა.  მინისტრის თქმით,  პედაგოგთა დასაქმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების სისტემის ”დამსაქმებელთა გაერთიანების” ძალისხმევით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განხორციელდება.  ინიციატივამ პედაგოგების  დაინტერესება გამოიწვია, მათ დასაქმების პრობლემის მოგვარებისთვის მინისტრს მადლობა გადაუხედეს.

შეხვედრისას, ასევე განიხილეს პედაგოგებისთვის კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი, კერძოდ,

ომის დროს დაკარგული დიპლომების აღდგენა. მინისტრის გადაწყვეტილებით უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკლებლივ ყველა დევნილს აღუდგებათ. ამისთვის მათ განცხადებით უნდა მიმართონ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს.

იმ  დევნილ პედაგოგებს კი, რომელებსაც სურვილი აქვთ გაიარონ სერტიფიცირება, სამინისტრო მათზე სწავლების დასაფინანსებელ ვაუჩერებს რიგგარეშე გასცემს.

დევნილ პედაგოგთა დასაქმებაზე პედაგოგთა რეგისტრაცია 15  თებერვალს დაიწყო.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე