ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

Cat-ის საგამოცდო სისტემაზე მუშაობა გრძელდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოში საატესტატო საგამოცდო სისტემის შექმნაზე მსოფლიოში აღიარებული განათლების ექსპერტი, კონექტიკუტის უნივერისტეტის პროფესორი, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (აშშ) სვამინათან ჰარიჰარანი მუშაობს.  სვამინათან ჰარიჰარანმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ სამდღიან სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე გაეცნო.

სემინარის ფარგლებში უცხოელმა სპეციალისტებმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა  8-10 დეკემბერს, მეთორმეტეკლასელთათვის ჩატარებული  საცდელი ტესტირების დროს გამოყენებული დავალებები შეაფასეს და გაანალიზეს. დავალებათა ბლოკები დალაგდა სირთულის მიხედვით,  მოხდა ტესტირების დროს გამოყენებული  ნიმუშების კალიბრაცია.

სვამინათან ჰარიჰარანი არის იმ თეორიის ავტორი, რომელიც საფუძვლად დაედო  Cat-ის ტიპის საგამოცდო  სისტემის შექმნას. სვამინათან ჰარიჰარანთან ერთად, სემინარის მუშობაში აქტიურად მონაწილეობდა განათლების სფეროს კიდევ ერთი ცნობილი ექსპერტი ჯეინ როჯერი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე