ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის დანერგვა იწყება

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, პროფესიული განათლების სისტემა პირველად მიიღებს სტუდენტებს, რომლებსაც პროფესიის შესწავლის პარალელურად, ზოგად განათლებასაც შესთავაზებს.

ქობულეთის კოლეჯში ,,ახალი ტალღა" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში შერჩეულ მომავალ პედაგოგებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ახალი პროგრამის მიზნებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში სავალდებულო საბაზო განათლების (9 კლასი) დასრულების შემდეგ, მოზარდებს ორი არჩევანი ჰქონდათ- სწავლა გაეგრძელებინათ საშუალო საფეხურზე, ან პროფესიული განათლების მიმართულებით. ახალი პროგრამის ფარგლებში კი, იქმნება შესაძლებლობა, საბაზო განათლების მქონე სტუდენტებმა პროფესიული და ზოგადი განათლება ინტეგრირებულად მიიღონ. ამგვარი პროგრამების ხანგრძლივობა 3 წელი იქნება და კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომებს მიიღებენ, ხოლო სურვილის შემთხვევაში, სწავლას უმაღლესი განათლების საფეხურზე გააგრძელებენ.

ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებას, 2020 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ექვსი პროფესიული კოლეჯი დაიწყებს, მათ შორისაა ქობულეთის კოლეჯი „ახალი ტალღა“.

განათლების სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ასრულებს ინიციატივის დანერგვისთვის საჭირო მოსამზადებელ ფაზას, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობს და რომლის ნაწილია ინტეგრირებული პროგრამების სწავლების მიზნით შერჩეული მასწავლებლების ტრენინგი. პირველი ტრენინგი კოლეჯში ,,ახალი ტალღა" გაიმართა.

თებერვალსა და მარტში, რამდენიმე ეტაპიან ტრენინგს 100-ზე მეტი კანდიდატი გაივლის. ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბის გაზრდის მიზნით კი, დაგეგმილია კოლეჯების შემდგომი მხარდაჭერის ღონისძიებები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე