ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიხეილ ჩხენკელი: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ!“

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. მინისტრმა ქართველი სპორტსმენების ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მიხეილ ჩხენკელი: „წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სპორტისთვის. ეს გახლავთ ოლიმპიური წელი. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ღირსეულად წარდგეს ოლიმპიურ თამაშებზე! ბუნებრივია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული სპორტსმენისთვის დიდი პატივია. თუმცა, მონაწილეობასთან ერთად, მნიშვნელოვანია წარმატებული ასპარეზობა. 2019 წელი, რომელიც განსაკუთრებული გამოდგა ქართული სპორტისთვის, გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი დელეგაცია არაერთი ოლიმპიური მედლით გაგვახარებს. 6 მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობებში - ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთი მხრივ უდიდესი წარმატება და მეორე მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ!“            

აღმასკომის სხდომას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. მან მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ფედერაციების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია  მიიღო სპორტსმენების მზადებისა და ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში მათი მონაწილეობის შესახებ. სხდომაზე გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, სადაც სამინისტროს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა ოლიმპიურ კომიტეტთან და ფედერაციებთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

სხდომაზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების მზადების, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლისა და 2025 წელს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომსა და ბაკურიანში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე