ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების წარმატებული სტარტი ხულოს მუნიციპალიტეტში

აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხულოს ფილიალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და კოლეჯის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა ფილიალის სტუდენტებს.

კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხულოს ფილიალი 2019 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და გამოირჩევა როგორც სტუდნეტთა მაღალი ჩართულობით, ისე ადგილობრივ კერძო სექტორთან მრავალმხრივი თანამშრომლობით. მსურველებს აქ შეუძლიათ ელქტროობის, სასტუმრო საქმისწარმოების, სატყეო საქმის, ვეტერინარიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული პროგრამების გავლა. გარდა სადიპლომო პროგრამებისა, ფილიალი ჩართულია მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში და ახორციელებს საორიენტაციო და სასერტიფიკატო კურსებს. უახლოეს მომავალში ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ფილიალი მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებისა და მეფუტკრეობის სადიპლომო პროგრამის შემუშავება-განხორციელებას დაიწყებს.

თამარ ქიტიაშვილთან სამუშაო შეხვედრის ბოლოს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს გააგრძელონ ფილიალსა და კერძო სექტორს შორის მედიატორის როლი და ხელი შეუწყონ სტუდენტების დასაქმებას. გარდა აღნიშნულისა, ადგილობრივი თვითმმართველობა იმედოვნებს ფილიალი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გოდერძის კურორტის განვითარების მიმართულებითაც, ასევე დადებითად აფასებს ზემო აჭარაში მიმდინარე გაზიფიცირების პროცესებში კოლეჯის ჩართულობას. აღნიშნული მიზნისთვის, სპეციალიზირებული შენობა შენდება, რომელიც აღჭურვის შემდეგ, გაზიფიცირებისთვის შესაბამისი პროფესიის კადრების მოსამზადებლად, კოლეჯს დროებით სარგებლობაში გადაეცემა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე