ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოციალური მუშაობის კომპონენტის გასაძლიერებლად მანდატურის სამსახურში ევროპულ გამოცდილებას ეცნობიან

საქართველოს საჯარო სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე ერთკვირიანი ფორუმი გაიხსნა. სპეციალურად ფორუმისთვის საქართველოს, ბელგიის დონ ბოსკო გროენველდის სკოლის დირექტორის მოადგილე, უფროსი ტრენერი, ვიმ ჰანსენსი ეწვია. ბელგიელი კონსულტანტი ქართველ კოლეგებს ევროპულ გამოცდილებასა და სკოლებში სოციალური მუშაობის პრაქტიკას გაუზიარებს.

მანდატურის სამსახურში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, ივონე გოგოლი ესწრებოდნენ.

ერთკვირიანი სემინარის ფარგლებში იგეგმება ბელგიელი კონსულტანტისა და ქართველი ექსპერტების მიერ სოციალური მუშაობის მოდელის განხილვა ბელგიის, კერძოდ ფლანდრიის, მაგალითზე. ვინ ჰანსენსი საქართველოს განათლების სისტემაში, მანდატურის სამსახურისა და ქართველი ექსპერტების მიერ შემუშავებულ, სოციალური მუშაობის პროექტსაც გაეცნობა და რეკომენდაციებს წარადგენს.

სამუშაო შეხვედრებზე ექსპერტები, ასევე, შეაფასებენ საქართველოს საპილოტე სკოლებში მანდატურის სამსახურის მიერ სოციალურ მუშაკთა ინტერვენციის გაძლიერების მიმართულებით გაწეული სამუშაოს შედეგებს და არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.  

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს სოციალური კომპონენტი 2019 წლიდან დაემატა. ცენტრში, მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, უკვე სოციალური მუშაკებიც მუშაობენ. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე