ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოხალისე პედაგოგის ინიციატივით ინგლისური ენის კლუბი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული პროექტის - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად ფარგლებში, წალენჯიხის №2 საჯარო სკოლის მოხალისე უცხოელი პედაგოგის ჯენიფერ სმიტის ინიციატივით, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი შეიქმნა, რომელშიც სკოლის X-XII კლასელები გაერთიანდნენ.

17 დეკემბერს კლუბის პირველი ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ვიდეოფილმისა და ბუკლეტის პრეზენტაცია თემაზე ”წალენჯიხა”. დოკუმენტურ ფილმსა და ბუკლეტში ასახული იყო წალენჯიხის ღირსშესანიშნავი ადგილები, ისტორიული და ბუნებრივი ძეგლები. ფილმისა და ბუკლეტის შექმნა მომავალში მოემსახურება წალენჯიხაში ტურიზმის განვითარებას და უცხოელთა დაინტერესებას საქართველოს ამ ლამაზი და მდიდარი ისტორიის მქონე მხარით.

პროექტი ”წალენჯიხა” დასრულდება 2011 წლის მაისში წალენჯიხისთვის ინგლისურენოვანი ვებგვერდის შექმნით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების: ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), მოძრაობა ”შიმშილის წინააღმდეგ” (ACF), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის  (ICRC),  ”ინტერნეიშნალ საქართველოს”, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და უცხოელი პედაგოგები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე