ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბარბარობა ინკლუზიურ სკოლა-პანსიონში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს წმინდა ბარბარეს დღესასწაული მიულოცეს.

ნოდარ სურგულაძემ და სულხან სისაურმა დღეს ქ. თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლიტერატურა გადასცეს, ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და მათთან ერთად საახალწლო ნაძვის ხე მორთეს.

ბავშვებმა  სტუმრებს რამდენიმე საახალწლო-საკონცერტო ნომერი აჩვენეს. რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი. რუსთაველის ფონდი მომავალშიც სხვადასხვა ღონისძიებებით დაეხმარება სკოლას და მისი აღსაზრდელების  საზოგადოებაში ინტეგრაციას.          

203-ე სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  176 მოსწავლე სწავლობს, მათგან  94 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე