ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის პროცესი ახალ ფაზაში გადადის

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან ინტენსიური შეხვედრები გამართა, რომელთა მიზანი უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფაა უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით. 

უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალ მოდელში მეცნიერების წილის გაძლიერება, რისი დაანგარიშება გაზომვადი ინდიკატორებით უნდა მოხდეს. ამიტომაც მოდელის დახვეწა სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. თავის მხრივ, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება და მეცნიერების ხელშეწყობა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მის ინტეგრირებას. შედეგად, უნივერსიტეტები შეძლებენ არა მხოლოდ არსებული ცოდნის გადაცემას, არამედ ახალი ცოდნის შექმნასაც ახალგაზრდების ჩართულობით.

პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისა და წარმატებული სამეცნიერო ჯგუფების გამოვლენის მიზნით შეხვედრები გაიმართა:

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ 2 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ 17 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მის დაქვემდებარებაში არსებულ 8 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის დაქვემდებარებაში არსებულ 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან

შეხვედრებზე ინსტიტუტების წარმომადგენლებმა საკუთარი სამეცნიერო მიღწევები წარმოადგინეს, ასევე გამოკვეთეს ის საჭიროებები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რაც სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევის წარმართვას შეუწყობს ხელს. 

გარდა ამისა, ნუნუ მიცკევიჩმა მეცნიერებს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ამოქმედებას მომზადებული შეხვდეს. მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს.

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფის მიზნით მიზნობრივ ჯგუფებთან მომდევნო შეხვედრებიც დაიგეგმა. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთანაც.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ თამარ მემანიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ყველა სიახლე